ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სარეცხის გაფენის დროს ქალი მე-4 სართულიდან გადმოვარდა


სარეცხის გაფენის დროს ქალი მე-4 სართულიდან გადმოვარდა

გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან ქალი გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი სარეცხს ფენდა რა დროსაც მას ფეხი დაუცდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განიცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია