ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სატვირთო მანქანა, სავარაუდოდ, მდინარეში გადავარდა – დაღუპულია მძღოლი


სატვირთო მანქანა, სავარაუდოდ, მდინარეში გადავარდა – დაღუპულია მძღოლი

სატვირთო მანქანა, სავარაუდოდ, მტკვარში გადავარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ბორჯომში, სოფელ კორტანეტთან გუშინ საღამოს მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია