ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საზაფხულო ფეხსაცმლის ტენდენციები და ასტროლოგია


საზაფხულო ფეხსაცმლის ტენდენციები და ასტროლოგია

ვერძები საკმაოდ ენერგიულები არიან, შესაძლოა ითქვას მათ ერთგვარი სპორტული ენერგიაც აქვთ. ასე რომ, თვალისმომჭრელი დიდი სნიკერი ზუსტად ის არის, რათ მათ სჭირდებათ. კუროს არქიტიპი მშენებელი, მცველია, თუმცა კუროს უყვარს სიამოვნება, ის ცხოვრებით ტკბება. ამიტომ მას რამე მსუბუქი, ყვავილებიანი, ან ბუმბულებიანი მოუხდება. ტყუპებს არანაირი სიმაღლე, ფორმა თუ დიზაინი არ აშინებთ. მათ შეუძლიათ ყველაზე არაორდინალური ტრენდები სიამაყით მოირგონ და სხვა სამოსსაც შეუხამონ. მერფის თქმით, ყველა კირჩხიბს უყვარს გარდამავალი ფერები. ასე რომ მათთვის ასტროლოგმა კომფორტული, თუმცა ფერადი ფეხსაცმელი შეარჩია. ლომებს შთაბეჭდილების დატოვება უყვართ, მათ შოუს დადგმა ბუნებრივად გამოსდით. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში უნდა იყონ, ამიტომ ფეხსაცმელიც შესაბამისი სჭირდებათ. ქალწულებისთვის მნიშვნელოვანია დახვეწილი სექსუალურობა, მოსწონთ მინიმალიზმი და ამიტომ მათი არჩევანი ყოველთვის ამართლებს. სასწორები ფუფუნების მოყვარულები არიან, მათ მერფი აღწერს, როგორც სიყვარულისა და ბალანსის ნიშანს. მათ მოსწონთ ცნობილი დიზაინერების ნივთები, რომლებიც ყოველთვის ტრენდულია. მორიელი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ნიშანია, რასაც მათი ინტელექტიც უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მათი სტილიც ინტელექტუალური და სექსუალურია. მშვილდოსანი მშვილდოსნები თავისუფლებისა და თავგადასავლების მოყვარულები არიან. მათ მოსწონთ განსაკუთრებული ნივთები, რომლებსაც საინტერესო ისტორია აქვთ. თხის რქები პრაგმატულები არიან, თუმცა უყვართ ძვირადღირებული, ხარისხიანი ნივთები. მათ არ აინტერესებთ ტრენდები, მათ საქმიან სტილს მხოლოდ მარადიული დიზაინი უხდება. მერწყულებს უყვართ ექსპერიმენტები და მხიარულება, მათი სტილიც არაა გამონაკლისი. მაგალითად ჰარი სტაილსი შეგვიძლია ავიღოთ, მერფის თქმით ის ნამდვილი მერწყულია. მერფი თევზებს მეოცნებეებს უწოდებს. მათი ჰაეროვანი და მოსიყვარულე ხასიათი გარშემომყოფებს დადებითი ენერგიით მუხტავს. მათი სტილიც მსუბუქი და რომანტიკულია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია