- მარტი 02, 2026
სერგეი რიაბკოვი: NATO-ს მომავალი გაფართოება დაუშვებელია, ამას მძიმე შედეგები ექნება
- დეკემბერი 13, 2021
- , პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ნატო-ს გაფართოება არ შეიძლება, მოხდეს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ. მისი თქმით, ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური მაშინ, როდესაც ნატო-ს პოლიტიკა ამ პოსტულატს მკვეთრად ეწინააღმდეგება. უწყების მოადგილის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გაფართოებისთვის არგუმენტები არ გააჩნია. რუსმა დიპლომატმა სერგეი რიაბკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ NATO-ს აღმოსავლეთში გაფართოების შემთხვევაში მძიმე შედეგებით ემუქრება. ,,NATO-ში გაწევრიანება ყველასთვის შესაძლებელი ვერ იქნება, რადგან "ინდივიდის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც ის ხელყოფს სხვის თავისუფლებას. მინდა ხაზი გავუსვა: [ჩრდილოატლანტიკურ] კავშირში შესვლა ვერ იქნება აბსოლუტური. ეს ისეა, როგორც ადამიანთა საზოგადოებაში: ინდივიდის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც ის ხელყოფს სხვის თავისუფლებას. NATO-ს მომავალი გაფართოება დაუშვებელია. და საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს, რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს - ეს არის მცდელობები შეუსაბამო საშუალებებით. ჩვენ ჩვენს აზრზე დავრჩებით: თუ ოპონენტები მაინც წავლენ ამის წინააღმდეგ, ნახავენ, რომ მათი უსაფრთხოება არ გამყარდება - შედეგები მათთვის მძიმე იქნება", – აცხადებს სერგეი რიაბკოვი. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურმა მოსკოვმა NATO-ს მოსთხოვა უკან წაეღო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებოდნენ. [sexy_author_bio]
წყარო: gurianews.com