- მარტი 02, 2026
შემოქმედში „კალანდა 2024“-ის შესახვედრად ემზადებიან
- იანვარი 13, 2024
- , პოლიტიკა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში „კალანდა 2024“-ის შესახვედრად ემზადებიან. მზადება ამ წუთებში ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მიმდინარეობს, სადაც გაიმართება წარმოდგენა, თუ როგორ ხვდებოდნენ ძველად კალანდა დღეს. 17:00 საათიდან დაიწყება ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. 19:00 საათიდან დაიწყება ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და თეატრალური პერფორმანსები. გაიმართება კულინარიული მასტერკლასი; გურული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება; ტრადიციული საკალანდო რიტუალი - აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა; 20:00 საათზე დაიწყება ჯგუფ "Reggaeon"-ის კონცერტი. [simple-author-box]