- მარტი 02, 2026
შოლცი პუტინის დაკავების ორდერზე: არავინ დგას კანონზე მაღლა
- მარტი 18, 2023
- , პოლიტიკა
გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დაკავების ორდერის გამოცემას. „არავინ შეიძლება იყოს კანონზე მაღლა. ეს არის საერთაშორისო სამართლის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი,“ - განაცხადა შოლცმა ტოკიოში ვიზიტის დროს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინის დაკავების ორდერის გაცემას „გამართლებული“ უწოდა. [simple-author-box]