- მარტი 02, 2026
შოვში დაკარგული 1 ადამიანი მაშველებმა ცოცხალი იპოვეს
- აგვისტო 04, 2023
- , პოლიტიკა
შოვში მაშველებმა დაკარგული 1 ადამიანი ცოცხალი იპოვეს. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ორი მათგანის ცხედარი მაშველებმა გუშინ გვიან ღამით იპოვეს, 4 კი დღეს დილით. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.