ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

შსს: “პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს”


შსს: “პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს”

წუხელ. ღამით, პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, _ იუწყება ipn.ge როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით მამაგეიშვილი აცხადებს, რომ რატიანმა პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: „პოლიციის თანამშრომელთან მივიდა და ხელი დაარტყა, სრულიად უმიზეზოდ“, - აცხადებს მამაგეიშვილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია