- მარტი 02, 2026
სკოლიდან პირველკლასელთათვის განკუთვნილი ნოუთბუქები მოიპარეს
- სექტემბერი 19, 2023
- , პოლიტიკა
სკოლიდან 49 ლეპტოპი მოიპარეს. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, #23 საჯარო სკოლიდან ორმა, 20 წლამდე ახალგაზრდამ პირველკლასელთათვის განკუთვნილი ნოუთბუქები სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოიპარეს. ბიჭები სკოლაში ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ და 49 ნეტ-ბუქი გაიტანეს. ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის, სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიული გამოძიების შედეგად, საქმე ცხელ კვალზე გახსნეს და ახალგაზრდა მამაკაცები რუსთავში დააკავეს. ლეპტოპები პოლიციამ ნივთმკიცებად ამოიღო, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.