ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 14 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის ძირითად ეპიზოდებს აჯამებს


სოციალური სამართლიანობის ცენტრი 14 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის ძირითად ეპიზოდებს აჯამებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 14-15 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის ძირითად ეპიზოდებს აჯამებს. "გუშინ, 14 დეკემბერს, კახა კალაძის მიერ ნაძვის ხის ანთების დააანონსება პარლამენტთან, სადაც უკვე მე-18 დღეა უწყვეტი დემონსტრაციები იმართება, იყო პროვოკაციის მცდელობა, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ შედგა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკმარისი ხალხის მობილიზება ვერ შეძლო. ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება თბილისის მერმა პრაქტიკულად ბოლო მომენტში გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” მიერ მობილიზებული ჯგუფები უკვე დაძრული იყვნენ ღონისძიების ადგილისკენ, არაერთი მათგანი უკვე პარლამენტთან იყო, ხოლო ზოგიერთმა ღონისძიების გადადების შესახებ მხოლოდ მედიისგან შეიტყო. ეს გარემოება აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ დემონსტრაციის პარალელურად ამგვარ ღონისძიებაზე ადამიანების მობილიზება დასაშვებად მიიჩნია და მხედველობაში არ მიიღო ის რისკები, რაც შესაძლოა, ადგილზე ვითარების ესკალაციას მოჰყოლოდა. გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებებიც, რამაც პრაქტიკულად ადამიანების ქუჩიდან გატაცების ფორმა მიიღო; გასული დღეების განმავლობაში სწორედ ასე დააკავეს კოტე ჩახუნაშვილი, ვატო ბჟალავა და გუშინ უკვე - ნიკო მანაგაძეც",_წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია