ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სოფელ შემოქმედში კალანდა აღნიშნეს


სოფელ შემოქმედში კალანდა აღნიშნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ეთნოგრაფიულ ეზოში თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა კალანდის შესახვედრად. “ყველას პოზიტიურად დაამახსოვრდება ეს საღამო. ვულოცავ ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, ჩვენ ქვეყანას, წარმატებები საქართველოს და მადლობა ყველას, ვინც დღეს მოვიდა სოფელ შემოქმედში“, - თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ. სოფელში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა და გასართობი სივრცეები. გაიმართა კულინარიული მასტერკლასები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა: სოფო ბედიამ, სალომე ბაკურაძემ, დათუნა სირბილაძემ და კვარტეტმა “რანინამ“. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია