- მარტი 02, 2026
სროლა მარნეულის ბაზრობაზე _ დაჭრილია შუახნის კაცი
- აგვისტო 24, 2024
- , პოლიტიკა
მარნეულის ბაზრობაზე ორ ადამიანს შორის მომხდარი შელაპარაკება დაჭრით დასრულდა. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით. დააკავა თუ არა პოლიციამ დამნაშავე, უწყებაში არ აკონკრეტებენ.