ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სროლა სკოლაში – მოზარდმა საკლასო ოთახში მჯდომ თანაკლასელს ცეცხლი გაუხსნა (გერმანია)


სროლა სკოლაში – მოზარდმა საკლასო ოთახში მჯდომ თანაკლასელს ცეცხლი გაუხსნა (გერმანია)

გერმანიის სკოლაში სროლას მოსწავლე ემსხვერპლა. შემთხვევა ოფენ-ბურგში მოხდა. სკოლის მოსწავლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ეჭვმიტანილი ამავე სკოლის მოსწავლეა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. თავდასხმაში ეჭვმიტანილია მეცხრეკლასელი. სროლის დროს სკოლაში 180 მოსწავლე იმყოფებოდა. მათი შენობიდან გამოყვანა პოლიციამ შეძლო. თავდამსხმელი შესვენების დროს შევიდა საკლასო ოთახში, მიუახლოვდა კლასში მჯდომ თანაკლასელს და ცეცხლი გაუხსნა. მოზარდი, მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია