- მარტი 02, 2026
სროლა თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე
- მაისი 27, 2022
- , პოლიტიკა
თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. თვითმხილველების ცნობით, დაახლოებით ხუთის ნახევარზე თხუთმეტამდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, დაინახეს ორი პირი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიქცნენ. ასევე, თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია. წყარო: 1tv.ge