ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სტიქია გორში – 70-მდე სახლის პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა


სტიქია გორში – 70-მდე  სახლის პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტში. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯუდა და თორთლა, რის შედეგადაც დაიტბორა სოფლები - რეხა, მეჯვრისხევი, ზერტი, სვენეთი და კარალეთის დევნილთა დასახლება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დატბორილია დაახლოებით 70 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები, ასევე მიწის ნაკვეთები და სავარგულები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია