ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სტოლტენბერგი: ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს


სტოლტენბერგი: ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს

დასავლეთი არ ესწრაფვის რუსეთთან ომს, მაგრამ მაინც უნდა მოვემზადოთ კონფრონტაციისთვის, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ათწლეულების განმავლობაში, - განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Welt Am Sonntag-ს. დასავლეთის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის შესაძლებლობა, სავარაუდოდ, უკრაინის ომის შედეგზეა დამოკიდებული. „თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, არ არსებობს გარანტია, რომ რუსული აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება“, - ამბობს სტოლტენბერგი. _ ნატომ უნდა გააუმჯობესოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები,_ თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ „შეკავება მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სანდოა“. „ჩვენ უნდა აღვადგინოთ და გავაფართოვოთ ჩვენი სამრეწველო ბაზა უფრო სწრაფად, რომ გავზარდოთ მიწოდება უკრაინაში და შევავსოთ საკუთარი მარაგი“, - თქვა სტოლტენბერგმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია