- მარტი 02, 2026
სტოლტენბერგი: ნატო-მ საქართველოს ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს
- მარტი 23, 2022
- , პოლიტიკა
ნატო-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგანგებო სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ასევე ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით, გავააქტიუროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ნატო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. „თუმცა, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ომი არ გადაიზრდება ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტში, რაც კიდევ უფრო დიდ მსხვერპლსა და განადგურებას მოიტანს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი გავიდა ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტიდან. „ისინი ისევ და ისევ არღვევენ მას. მათ მკაფიოდ დაარღვიეს ის 2014-ში, როდესაც უკანონოდ განახორციელეს ყირიმის ანექსია და დაიწყეს დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. დაარღვიეს, როდესაც 2008-ში საქართველოში შევიდნენ, და რა თქმა უნდა, ახლა უკრაინაში შეჭრა არის ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტის უხეში დარღვევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. წყარო: 1tv.ge