ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

თანასოფლელმა 40 წლამდე ასაკის კაცი იარაღიდან გასროლით მოკლა


თანასოფლელმა 40 წლამდე ასაკის კაცი იარაღიდან გასროლით მოკლა

40 წლამდე ასაკის კაცი თანასოფლელმა იარაღიდან გასროლით მოკლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ფაქტს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის კონფლიქტი ნაკვეთის გამო დაიწყო. მათ აღნიშნულ საკითხზე უთანხმოება წლების განმავლობაში ჰქონდათ. გარდაცვლილი საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილია. სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად, სამართალდამცავები ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია