ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ტაქსი ქვეითს შეეჯახა – ვიდეოკადრები ადგილიდან


ტაქსი ქვეითს შეეჯახა – ვიდეოკადრები ადგილიდან

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე ქალს ტაქსი შეეჯახა. როგორც თვითმხილველმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ქვეითმა გზაზე გადაირბინა, მძღოლმა ის ვერ დაინახა და შეჯახება მოხდა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის გადაუდებელი განყოფილების ექიმმა, გიორგი მოდებაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბლურად მძიმეა. მისივე თქმით, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია