ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

თბილისში აქციის მონაწილეები საშობაო მსვლელობას გეგმავენ


თბილისში აქციის მონაწილეები საშობაო მსვლელობას გეგმავენ

ამ საღამოს თბილისში აქციის მონაწილეები საშობაო მსვლელობას მოაწყობენ. როგორც ცნობილია, საშობაო მსვლელობის მონაწილეები ქალაქის 5 წერტილში 20:00-დან შეიკრიბებიან. ავლაბარი: სამების საკათედრო ტაძარი. ჩუღურეთი: წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია. საბურთალო: წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლო. ვაკე: ვაკის სამების ტაძარი. ძველი თბილისი: მეტეხის ღვისმშობლის შობის ტაძარი. "20:30-ზე ყველა ჯგუფი ერთდროულად დავიწყებთ მსვლელობას ქაშუეთის მიმართულებით. შობის ღამეს, სწორედ აქ შევხვდებით, ერთმანეთის მხარდამხარ, ანთებული სანთლებითა და ალილოს სიმღერით. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს!"_ აცხადებენ საშობაო მსვლელობის ინიციატორები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია