ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

თბილისში მამაკაცს მოძრავი მანქანიდან ესროლეს


თბილისში მამაკაცს მოძრავი მანქანიდან ესროლეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია 47 წლის მამაკაცი. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს მოძრავი მანქანიდან ესროლეს. მოტივზე არ საუბრობენ. დაშავებული ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალში მეზობელმა გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მას ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის შეფასებით, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა. გამოძიება 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. წყარო: rustavi2



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია