ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

თეა გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული


თეა გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძეს ბრალდება აქვს წაყენებული. კურიერის ინფორმაციით, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ამჟამად თეა გოდოლაძეს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება. აღნიშნულის შესაკებ კომენტარს "გურია ნიუსი" თეა გოდოლაძისგან ელოდება, რასაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია