ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

,,თეატრალური იმერეთი – 2024“ -ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა


,,თეატრალური იმერეთი – 2024“ -ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2024“ -ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა საუკეთესო სპექტაკლითვის -,,აზნაურები“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე). პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ. ფესტივალის ფარგლებში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის 20-მდე პროფესიული, სამოქალაქო და სახალხო თეატრი მონაწილეობდა, გარდა ამისა სტუმრის სტატუსით ჩაერთო მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები. იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე წარდგნენ: კომედიური, ტრაგედიული, დრამატული, ტრაგიკომიკური და სხვა ხასიათის სპექტაკლებით. საერთაშორისო ფესტივალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, ასევე კულტურისა და სპორტის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. საერთაშორისო ფესტივალის მე-15 სეზონი საზეიმოდ დაიხურა. საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი - 2024“ ნომინაციებში გამარჯვებულები არიან: ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი -,,აზნაურები“ რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის სახალხო თეატრი) ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა - ,,ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (თერჯოლის სახალხო თეატრი). ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - ,,გაკვეთილი“ ვანის სახალხო თეატრი და ,,პალატა N 6“ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ თეატრი. ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი). ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი). ნომინაცია - მამაკაცის მთავარი როლი - სოსო კოტორეიშვილი ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი). საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიორგი შენგელია ,,პალატა N6“ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი) და გიორგი ბუბუტეიშვილი ,,გაკვეთილი“ საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი - თეონა ლომსიანიძე ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი) და მარიამ ბუტილი ,,პალატა N6“( სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი) ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ლუიზა კიკნაძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი). საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი - დავით ჭყოიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი). ნომინაცია - საუკეთესო ქორეოგრაფია -,, ირინეს ბედნიერება „ ბაღდათის სახალხო თეატრი და ,,ბაკულას ღორები“ წყალტუბოს სახალხო თეატრი. ჟიურის სპეციალური პრიზი-საჩხერის სახალხო თეატრი ,, ნატვრის ხე“ და ტყიბულის სახალხო თეატრს ,,როგორ გადავიქეცი ამანათად“. ჟიურის და ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის სპეციალური პრიზი-წყალტუბოს თეატრის მსახიობს სერგო კირკიტაძეს გალაკტიონის როლის ორიგინალურად შესრულებისთვის დ.კლდიაშვილის ,,ბაკულას ღორები“. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია