- მარტი 02, 2026
ტექნიკა ამ წუთებში სოფელ წიაღუბნისკენ მიდის
- თებერვალი 27, 2025
- , პოლიტიკა
როგორც სამტრედიიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ტექნიკა სოფელ ოფეთიდან ამ წუთებში, სოფელ წიაღუბნისკენ მიდის. შეგახსენებთ, სამტრედიის სოფელ წიაღუბანში, სადაც თოვლის საფარმა სამ მეტრს გადააჭარბა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამასთან, რთული ვითარებაა კიდევ ორ სოფელში. ჩვენი ინფორმაციით, მოსახლეობის დასახმარებლად, მძიმე ტექნიკას მიჰვყებიან შოთა თევზაძე და მისი შვილი, ტატო თევზაძე, რომელიც მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ასევე, თანასოფლელი _ გოდერძი თევზაძე. "გურია ნიუსი" კონტაქტზეა მოსახლეობასთან და ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თემას, რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ და ინფორმაციებს ეტაპობრივად მივაწვდით ჩვენს მკითხველს.