- მარტი 02, 2026
ტყის ხანძრები თურქეთში _ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
- აგვისტო 02, 2021
- , პოლიტიკა
თურქეთში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას ინფორმაციით, გარდაცვლილია 8 და დაშავებულია 864 ადამიანი. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გარდაცვლილთაგან 7 მანავგათის, ერთი კი მარმარისის მცხოვრებია. ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, უკვე მოხერხდა ხანძრის 107 კერის ლოკალიზება. ამ დრომდე აქტიურია ანტალიასა და მუღლას პროვინციაში დაფიქსირებული 5 კერა. ცეცხლი ანტალიის ტყის მასივს 28 ივლისს გაუჩნდა და საკურორტო ზონებში, მათ შორის, ბოდრუმსა და მარმარისში შეაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ათასზე მეტი ადამიანი, 6 თვითმფრინავი, 45 ვეტმფრენი და 117 სახანძრო მანქანაა ჩართული. თურქეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნეს უკრაინამ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.