ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ტონგა ვულკანურმა ფერფლმა დაფარა


ტონგა ვულკანურმა ფერფლმა დაფარა

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში მდებარე სახელმწიფო-არქიპელაგი ტონგა ვულკანური ფერფლითაა დაფარული, სანაპიროები კი, ცუნამმა გაანადგურა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ოჯახები ბავშვებს გარეთ თამაშს უშლიან, ყველა ვულკანურ ფერფლსა და ცუნამით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტრავმას ებრძვის, რომელიც ვულკანმა და ცუნამის შედეგია“, - ამბობენ საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კუნძულების უმეტესობა ამ დრომდე მოწყვეტილია სატელეფონო კომუნიკაციებს, მოსახლეობის მცირე ნაწილს შეუძლია ინტერნეტკავშირის გამოყენება. „ყველას ძალიან უჭირს. ფერფლის გამო, ოჯახები გამუდმებით ამოწმებენ, გარეთ ხომ არ თამაშობენ მათი ბავშვები. ყველა სახლშია გამოკეტილი“, - ამბობს წითელი ჯვრის ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დრიუ ჰავეა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია