ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

წვიმა და მაღალ მთაში თოვა- საქართველოში ამინდი გაუარესდება


წვიმა და მაღალ მთაში თოვა- საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ "გურია ნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. "დღეს თბილი და უნალექო ამინდი ნარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურები მოსალოდნელია +22, +24 გრადუსამდე. ხვალ, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება 12 საათამდე, შემდეგ ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, უმეტეს რაიონებში გაწვიმდება. წვიმა შენარჩუნდება 6 აპრილსაც. ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს +13, +16 გრადუსამდე. მაღალ მთიან რაიონებში არაა გამორიცხული რომ 6-7 აპრილის ღამეს თოვლჭყაპი გამოჩნდეს ან თოვლშიც გადავიდეს. 7 აპრილს ტემპერატურა 6 აპრილთან შედარებით მოიმატებს +20, +21 გრადუსამდე, თუმცა საღამოს საათებში ისევ აცივდება, იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, შედარებით გამოიდარებს 9 აპრილიდან",_ ამბობს დოდო გვაზავა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია