ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

თუ თავი აგტკივდათ და წამალი არ გაქვთ


თუ თავი აგტკივდათ და წამალი არ გაქვთ

რა უნდა მოიმოქმედოთ, როდესაც უცებ თავი აგტკივდათ და წამალი არ გაქვთ. მიირთვით თხილი, კურაგა, ბანანი, წიწიბურა და ა. შ. მაგრამ ჯერ უნდა გაერკვეთ თავის ტკივილის რა სახე გაქვთ, რათა სწორი საკვები მიიღოთ: მაგნიუმი ერთ-ერთი მიკროელემენტია, რომელიც სისხლძარღვებზე დადებითად მოქმედებს, ამიტომ, თუ უცებ თავი აგტკივდათ, შეჭამეთ ბანანი, კურაგა, ავოკადო, მზესუმზირა და სხვა ის პროდუქტები, რომლებიც მაგნიუმს შეიცავს. ხშირად თავი მაშინაც გვტკივდება, როდესაც ცოტა სითხეს მივიღებთ. როგორც წესი გაუწყლოვნებას ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობა იწვევს, ის ასევე არეგულირებს სისხლის მიმოქცევასაც. ამიტომ თავის ტკივილის დროს ყველაზე კარგი პროდუქტი გამომცხვარი კანიანი კარტოფილია. რამდენიმე საშუალო ზომის კარტოფილი უებარი წამალია თავის ტკივილისთვის და ძალების მოსაკრებად. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ფორთოხლის წვენი, ოთახის ტემპერატურის წყალი, პომიდვრის წვენი, კეფირი, ისპანახი, იოგურტი, ჩირი, ზღვის პროდუქტები. შავი ჩაი შაქრით ტკბილი შავი ჩაი ასევე დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე და თავის ტკივილს ამსუბუქებს. თუ თავიც და თმის ძირებიც გტკივათ ეს კალციუმის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს შეგიძლიათ დალიოთ თბილი წყალი ან ოთახის ტემპერატურის კეფირი. ასევე მიირთვით ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი, კვერცხი, ოხრახუში, სოიო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია