- მარტი 02, 2026
თურქეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა
- ივნისი 21, 2024
- , პოლიტიკა
თურქეთის სამხრეთ რეგიონში მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი და დაშავებულია 44 ადამიანი. დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ხანძარი დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებს შორის მძვინვარებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცეცხლი 22:15 საათისთვის გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ამჟამად სტიქია ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. [simple-author-box]