ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

თხილის ფასი ოზურგეთში: „აღარ ვღებულობთ „ნაგერას“, ხარისხიანი მარცვალი _ 40 თეთრად…“


თხილის ფასი ოზურგეთში: „აღარ ვღებულობთ „ნაგერას“, ხარისხიანი მარცვალი _ 40 თეთრად…“

თხილის სეზონის დასასრულს, როცა უკვე პლანტაციებში ე.წ. „ნაგერაც“ (ნარჩენი) აღარ არის ან მთლიანად უვარგისია, თხილის მიმღები პუნქტებში, ახლადშეგროვბული თხილის მიღებაზე უარს აცხადებენ. _აქამდე 1 ლარად ვღებულობდით ერთ კილოგრამს. ახლა სულ დამპალი მოაქვთ. აღარ ვღებულობთ. ერთი თვეა, საწყობებში ხარისხიანი თხილი გვიწყვია. შეხედეთ ტომრებს. არავინაა მყიდველი. ეს არ გაგვიფუჭდეს, იმას ვდარდობთ, - გვეუბნებიან მიმღები ოპერატორები. რაც შეეხება ხარისხიან თხილს, ჩვეულებრივად, კვლავ „ვიღაცის“ მიერ შექმნილი მეთოდით იბარებენ და ერთი ცალის ფასი 40 თეთრს არ სცილდება. _მხოლოდ 40 თეთრი ერთი ცალი. არავითარი 50 თეთრი. ათიდან ორი ცალის მეტი თუ არ იქნება საღი, ერთ კილოგრამში მიიღებენ 80 თეთრს! - კატეგორიულად საუბრობენ მიმღებ პუნქტებში. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია