ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა


უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია