ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უბედური შემთხვევა კახეთში_ 70 წლამდე კაცი ვენახში დაიწვა


უბედური შემთხვევა კახეთში_ 70 წლამდე კაცი ვენახში დაიწვა

კახეთში 70 წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა, ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან ვეღარ გააღწია და თავადაც ცეცხლში მოჰყვა. ადგილზე სახანძრო- სამაშველო და სასწრაფო სამსახურის მობილიზაცია განხორციელდა, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია