ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„უცნობი“ ქალის უცნაური თხოვნა


„უცნობი“ ქალის უცნაური თხოვნა

დათო როსტომაშვილი ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იგონებს: „ერთხელ, კახი კავსაძეს დაურეკა ერთმა ქალბატონმა და თხოვნით მიმართა: ბატონო კახი, მე თქვენ ოცდაათი წლის წინ გაგიცანით, ალბათ, არ გახსოვართ, მაგრამ მაინც მინდა, ერთი თხოვნა შემისრულოთო. კახი დაიბნა და უთხრა: კი ბატონო, თუ შემიძლია, შეგისრულებთ თხოვნასო. ქალმა დიდი მორიდებით დაიწყო: ბატონო კახი, თქვენ მიგყავთ გათამაშება, იქნებ ჩამიწყოთ საქმე და მომაგებინოთო. კახიმ გაოცებულმა ჰკითხა: ქალბატონო, რამდენი ანაბარი გაქვთ გახსნილიო. ქალმა უპასუხა: არც ერთიო. კახი ხუმრობდა, ასეთი რამე მარტო ჩვენს ქალაქში ხდება, რაღა უნდა მეპასუხა, არ ვიცოდიო“. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია