ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უკანონო ნადირობის ფაქტი- ბრაკონიერებმა შველი მოკლეს


უკანონო ნადირობის ფაქტი- ბრაკონიერებმა შველი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბრაკონიერებმა შველი მოკლეს. სამართალდამრღვევებს თან ჰქონდათ დაურეგისტრირებელი სანადირო იარაღები. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5 ათასი ლარია.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე,"_ ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია