- მარტი 02, 2026
უკრაინელმა სამხედროებმა დღეს დილით 13 კამიკაძე დრონი ჩამოაგდო
- ოქტომბერი 19, 2022
- , პოლიტიკა
უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ჩამოაგდეს 13 „კამიკაძე“ უპილოტო თვითმფრინავი სამხრეთ მიკოლაივის რეგიონში, - ამის შესახებ CNN წერს. „18-19 ოქტომბრის ღამეს მტერმა ორჯერ შეუტია მიკოლაივის რეგიონს „შაჰედ-136“ კამიკაძის თვითმფრინავებით. თერთმეტი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის სარდლობამ „სამხრეთი“, კიდევ ორი კი, უკრაინის ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა.“_ ნათქვამია შეიარაღებული ძალების Telegram განცხადებაში. უკრაინა ამ კვირაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ელექტროენერგიის წყაროებზე ფართო თავდასხმის წინაშე დგას, უპილოტო თვითმფრინავებისა და საკრუიზო რაკეტების მონაწილეობით. [simple-author-box]