- მარტი 02, 2026
„უხ, თქვენი! 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით?” _გოგაშვილი ცერცვაძეს ადანაშაულებს
- თებერვალი 02, 2022
- , პოლიტიკა
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ადანაშაულებს. ამის შესახებ გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს: "ჩვენება #2. “ბრალდებული ცერცვაძე”: …“შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა”… მუშკეტერთაგანო, ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე, რომ შეეწირა ამაზე პასუხისმგებელი ვინაა? არ გამოვა ოღონდ ტრაფარეტულად პირიდან ამოსული- “ვიღებ პასუხისმგებლობას”, არა! * აიღებთ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას! მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით? უხ, თქვენი… ო, რა მწარედ აგებთ პასუხს… პ.ს. მეგობრებო, საგამოძიებო კომისიის შექმნაა მოსათხოვი აუცილებლად!!!" , - წერს გოგაშვილი.