- მარტი 02, 2026
„ვარდებს წყალში ვდიე, უხეიროდ აკეთეს საქმე და გამინადგურეს ამდენი ნაშრომი“
- ივნისი 23, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთში, ექადიის უბანში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე, წუხანდელმა წვიმის ნიაღვარმა, აქ მცხოვრებ მაკა გობრონიძეს მთლიანად გაუნადგურა ვარდებს ბარი და ბოსტანი, სხვადასხვა ნარგაობები. _ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია ხდება. ეს არხები, სანიაღვრე პირდაპირ ჩვენს ეზოზეა მომართული. საშინელება გვჭირს, წუხელ, ნიაღვარმა მიწასთან გაასწორა ჩემი ოჯახის ნაშრომი. წყალი სახლში შემოვარდა, წააქცია ღობეები, ბოსტანში აღარაფერი მაქვს,_ ტირილით საუბრობს „გურია ნიუსთან“ მაკა გობრონიძე. ქალბატონი მაკას ვარდები მთელ საქართველოშია ცნობილი. „გზამშენი-18“-ის უფროსი თემურ ჯახვა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ საქმის მოგვარება ოზურგეთის მერიის მოვალეობაა. ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში, ჯერჯერობით , ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობენ. [simple-author-box]