ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვინ არიან საარჩევნო დავების მოსამართლეები?


ვინ არიან საარჩევნო დავების მოსამართლეები?

2024 წლის 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სასამართლოს გუშაგის დამკვირვებლები 30 მოსამართლის მიერ განხილულ საარჩევნო დავებს დაესწრნენ. ამ მოსამართლეებიდან 26 უვადოდ დანიშნული, ხოლო - 4 ახლად დანიშნული მოსამართლეა. ვინ არიან საარჩევნო დავების მოსამართლეები? 30 მოსამართლიდან: 9 - 2013 წლამდე იყო მოსამართლე; 21 - დაინიშნა 2013 წლის შემდგომ პერიოდში. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მმართველობაში მოსულმა ქართულმა ოცნებამ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ცვლილებების განხორციელება დაიწყო. მოსამართლეები, რომლებიც 2013 წლამდე დაინიშნნენ და დღემდე აგრძელებენ საქმიანობას ალექსანდრე გოგუაძე მოსამართლეა 1999 წლიდან, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წლიდან დანიშნულია უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომელი. დავით ახალბედაშვილი მოსამართლეა 2011 წლიდან, ხოლო 2019 წლიდან დანიშნულია უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო პროკურორი. ლია ავალიშვილი მოსამართლეა 2005 წლიდან, ხოლო 2018 წლიდან დანიშნულია უვადოდ. მოსამართლეობამდე იკავებდა სასამართლოს კონსულტანტის და მოსამართლის თანაშემწის პოზიციას. დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლეა 2008 წლიდან, ხოლო 2017 წლიდან დანიშნულია უვადოდ. მანამდე იყო მოსამართლის თანაშემწე. ილონა თოდუა მოსამართლეა 2007 წლიდან, ხოლო 2018 წლიდან დანიშნულია უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო სასამართლოს სხდომის მდივანი და მოსამართლის თანაშემწე. ია ლაბაძე მოსამართლეა 2012 წლიდან, ხოლო 2023 წლიდან დანიშნულია უვადოდ. მანამდე იყო მოსამართლის თანაშემწე. თამარ ონიანი მოსამართლეა 2010 წლიდან, ხოლო 2018 წლიდან დანიშნულია უვადოდ. მანამდე იყო მოსამართლის თანაშემწე და რეფერენტი. ირაკლი აბშილავა მოსამართლეა 2007 წლიდან, როცა დაინიშნა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, 2019 წლის ივნისიდან დანიშნულია უვადოდ. მოსამართლედ დანიშვნამდე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. მანანა ნიკაჭაძე მოსამართლეა 1999 წლიდან. რამდენიმეწლიანი წყვეტის შემდეგ 2016 წელს სასამართლოში დაბრუნდა, 2017 წლიდან კი დანიშნულია უვადოდ. მოსამართლეები, რომლებიც 2013 წლის შემდგომ დაინიშნნენ და დღემდე აგრძელებენ საქმიანობას კობა ჩაგუნავა 2020 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2023 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე. ლელა ცაგარეიშვილი 2020 წელს დაინიშნა მოსამართლედ, 2023 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მანუჩარ ცაცუა 2014 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2017 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ნათია ტოგონიძე 2018 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2021 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო მოსამართლის თანაშემწე მცხეთის რაიონულ სასამართლოში. სალომე სამხარაძე 2021 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2024 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ნინო ენუქიძე 2021 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2024 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო სხდომის მდივანი და თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში. ირინა გოგოლაძე 2020 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2023 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეკატერინე ობოლაძე 2021 წელს დაინიშნა მოსამართლედ , ხოლო 2024 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ნანა აფციაური 2015 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2018 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში. ია ბარამიძე 2020 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2023 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში. ციცინო როხვაძე 2017 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2020 წლიდან გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო სასამართლოს მაგისტრი. გოჩა დიდავა 2016 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2019 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი. სალომე გველესიანი 2021 წელს დაინიშნა მოსამართლედ, ხოლო 2024 წელს გამწესდა უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოში აპარატის თანამშრომელი. ზვიად გოჩაშვილი 2024 წელს 3 წლის ვადით დაინიშნა მოსამართლედ. მანამდე იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე. ზვიად ცეკვავა 2024 წელს 3 წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მოსამართლედ. მანამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში. გვანცა ვარდანიძე 2020 წლის დეკემბრიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. 2023 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ. მოსამართლეობამდე იყო მწერალი თანაშემწე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ირაკლი ჩიკაშუა 2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2024 წლის ივნისიდან თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ. მანამდე კი იყო სხვადასხვა ბანკის იურისტი. ვლადიმერ წითლაური 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან გამწესებულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით. მანამდე იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ლელა მილდენბერგერი 2018 წელს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, ხოლო 2020 წლიდან გამწესდა უვადოდ. მანამდე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. ივერი აბაშიძე 2018 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით, 2021 წლიდან კი გამწესდა უვადოდ. მანამდე იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი. მარიამ ჩუბინიძე 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან გამწესებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მოსამართლეობამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია