ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვინ დააკავეს ოზურგეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის


ვინ დააკავეს ოზურგეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის

ოზურგეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის მეზობელი დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაზარალებული და ეჭვმიტანილი, 60 წლამდე მამაკაცი, მეზობლები არიან თუმცა, მათივე თქმით, საეჭვო არასდროს არაფერი შეუმჩნევიათ. „ორივე ოჯახი ჩვენი მეზობელია. გადასარევი ხალხია, საეჭვო არასდროს არაფერი შეგვიმჩნევია ამ კაცზე. რა მოხდა, არ ვიცით, ჩვენც გაოგნებული ვართ. საღამოს პოლიცია იყო მოსული და მაშინ გავიგეთ. ბავშვიც უწესიერესია, სულ წიგნებშია. მეტი არაფერი ვიცით”, – აცხადებენ მეზობლები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია