ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვინ რამდენპროცენტიანი გრანტით და სად ჩაირიცხა ჩოხატაურიდან


ვინ რამდენპროცენტიანი გრანტით და სად ჩაირიცხა ჩოხატაურიდან

ჩოხატაურის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების კურსდამთავრებულთა შედეგები ეროვნულ გამოცდებზე შემდეგია: კერძო სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა სალომე დოლიძემ მოიპოვა 100% დაფინანსება და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ამავე სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ მეფარიშვილი ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში 70 % გრანტით, ნინი გოცაძემ მოიპოვა 70% გრანტი და ჩაირიცხა აგრარულ უნივერსიტეტში. შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებული 70 % გრანტით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინი ღუტიძე 50 % გრანტით-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. 50 % გრანტი მოიპოვა კოხნარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. 50 % გრანტით სალომე ცინცაძე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია