ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვის ეკრძალება პოლონეთში შესვლა 17 სექტემბრიდან


ვის ეკრძალება პოლონეთში შესვლა 17 სექტემბრიდან

პოლონეთი 17 სექტემბრიდან, რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების ქვეყანაში შესვლას აკრძალავს - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ. ცნობისთვის, გასულ კვირას რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. მსგავსი აკრძალვა ამოქმედდა ფინეთშიც. ევროპული ქვეყნები მსგავს გადაწყვეტილებებს ევროკომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ იღებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვება. ევროკომისიამ რეკომენდაცია 8 სექტემბერს გამოსცა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია