- მარტი 02, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- აგვისტო 13, 2023
- , პოლიტიკა
მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას, სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას, საოჯახო ბიზნესის განვითარებას. საზღვარგარეთ მცხოვრებ ვერძებს მშობლები, მეგობრები დაგეხმარებიან განვითარებაში. შეხვედრებისა და მოლაპარაკების, კონსულტაციების დღეა. საქმიანი დოკუმენტების გაფორმებისას მეტი ყურადღება გამრთებთ. ახლობლებს მეტად დაუთმეთ, ნუ გაჯიუტდებით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, საქმეები. ზოგიერთს ძვირად ღირებულ პროცედურებს უფასოდ გაუკეთებენ. კარგი დღე ელით შინაური ცხოველების, მოხუცების მომვლელებს. კარგი დღეა საქმიანი და შემოქმედებითი საქმეების მოსაგვარებლად. წარმატება ელით არტისტ და სპორტსმენ ნიშნებს. მშობლები შვილების წარმატებით იამაყებენ. სასიყვარულო შეხვედრა დაუვიწყარი იქნება. ნუ გაჯიუტდებით, შეცვალეთ მოქმედების ტაქტიკა. დღეს მეტად დიპლომატიური უნდა იყოთ. საქმეების მოგვარებისას მეგობრების, თანამოაზრეების იმედი უნდა გქონდეთ. მოიცილეთ შიშები და მეტად თავდაჯერებულად იმოქმედეთ. კარგი დღეა სამსახურისა და საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. მხიარულად ჩაივლის წვეულება. საკუთარ თავს სასურველი ნივთის შეძენაზე უარს ნუ ეტყვით. იყავით მეტად მომთმენი და ნუ განაწყენდებით, თუ ყველაფერი ისე არ მოგვარდება, როგორც თავად გქონდათ დაგეგმილი. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას. ბიზნესის განვითარების, აქტიურად მოქმედების დღე გელით. ნუ მოგერიდებათ პირად ურთიერთობაში ინიციატივის გამოვლენის. კოლეგებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. მშვილდოსანი მშვიდად მოაგვარებთ რთულ საკითხებსაც კი. შეიძლება თქვენს სასარგებლოდ მოგვარდეს დავის საკითხი. მაგრამ ფრთხილად იყავით და ყველგან შარს ნუ ეძებთ. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად კლიენტებთან, უცხოელ პარტნიორებთან. დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. რთულ საქმეებსაც კი მარტივად გართმევთ თავს. თუ საყვარელი ადამიანი შეხვედრაზე უარს გეტყვით, დრო დაგროვილი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შრომისმოყვარე ნიშნებს წარმატება ელით. საოჯახო საქმეების მოგვარების პარალელურად ნურც შემოქმედებითი იდეების განვითარებას დაივიწყებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.