- მარტი 02, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სექტემბერი 17, 2023
- , პოლიტიკა
რაც უფრო თავაზიანი იქნებით, მით მოიგებთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, ქველმოქმედებისთვის, ოჯახური ტრადიციების აღსადგენად. სამსახურში თანამოაზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ნათესავების დახმარებით შეძლებთ ახალი საქმეების დაწყებას. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. შანსი მოგეცემათ დაწინაურდეთ, ახალ სამსახურში გადახვიდეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა საყიდლებისთვის. განსაკუთრებით, ანტიკვარიატის. აკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ და ნურავის ნურაფერს ნუ დაუმტკიცებთ. სწავლის, მოგზაურობის დღეა. წარმატება ელით პოლიტიკოსებს, იურისტებს, არტისტებს. დღეს იძულებით და აგრესიით ვერავის ვერაფერს გააკეთებინებთ. ფსიქოლოგიურად მიუდექით ადამიანებს, დააინტერესეთ. საქმიანი მოლაპარაკებაც მეგობრულ გარემოში წარმართეთ. ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. მოერიდეთ პოლემიკას, გარშემო მყოფების კრიტიკას. საქმიანი პარტნიორი მეგობრული დახმარებით აგავსებთ, სასიყვარულო - მზრუნველობით. დღეს თავაზიანი და ღიმილიანი უნდა იყოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. განსაკუთრებით, თუ მისგან რაიმე სარგებელს ელით. დააფასეთ ტრადიციები, უფროსები. აქტიურობის დღეა. შანსი მოგეცემათ განახორციელოთ ჩანაფიქრები. თუ აქტიურობის განწყობაზე არ ხართ, დრო დაუთმეთ შემოქმედებას, სიყვარულს, დასვენებას. ზოგიერთს ეზოტერიკული სამყარო გაიტაცებს. მშვილდოსანი საკუთარ გრძნობებზე დაყრდნობით იმოქმედეთ. დღეს ყველა სიტუაციაში თავს ფუფუნების უფლება უნდა მისცეთ. მიირთვით ძვირად ღირებული საჭმელი, სასმელი, გაერთეთ. შერიგების, ოჯახური წვეულების, დღესასწაულის მოწყობის დღეა. დატვირთულია ემოციური და სულიერი ცხოვრებაც. შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში მესამე პირი დაგეხმაროთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება მეგობარმა ჩაგირიცხოთ თანხა ანგარიშზე. ზოგიერთი ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენას. გაუზიარეთ თქვენი სიხარული ნათესავებს. ფორტუნა სიურპრიზებსა და საჩუქრებს გპირდებათ. თქვენს ნიჭს ღირსეულად დააფასებენ. დღეს ყველაზე თამამ იდეებსაც კი განახორციელებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.