- მარტი 02, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დეკემბერი 24, 2023
- , პოლიტიკა
ემოციური დღე გელოდებათ, თქვენს შესაძლებლობებს გამოცდა ელის, მაქსიმალურად დაიტვირთეთ სამსახურის საქმეებით, რომელიც ყოველთვის ბევრია დღესასწაულების წინ. ენერგია, რომლსაც დღეს ვარსკვლავები მოგანიჭებთ, გონივრულად გამოიყენეთ: უმჯობესია დახარჯოთ ის თქვენს საყვარელ საქმიანობაზე და უსაგნო საუბრებსა და მესინჯერებში კომუნიკაციაზე. ვარსკვლავები გირჩევენ მიმდინარე დღის გაყოფას: დღის პირველ ნახევარში საქმეების მოგვარებით დაკავდით, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან დასვენება დაიწყეთ, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. მიუხედავად მოახლოებული დღესასწაულებისა, არ უნდა გადაუხვიოთ იმ მიზნებს, თუ ახლა დაწყებულ საქმეებს მომავალი წლისთვის გადადებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. არ უნდა დაუშვათ ემოციურიდის ბალანსი, მაქსიმალურად გააკონტროლეთ თავი,რადგან შესაძლებელია ამან დეპრესიამდეც კი მიგიყვანოთ, რაც დაუშვებელია საახალწლო დღეების წინ. ეჭვი არის ის, რაც თავიდან აუცილებლად უნდა მოიშოროთ. თქვენს ძლიერ მხარეებში და არჩეული გზის სისწორეში, მას შეუძლია პრობლემა შეგიქმნათ და ცუდი გავლენა იქონიოს როგორც სამსახურზე, ასევე პირად ცხოვრებაზე, ამიტომ აუცილებელია მათი განდევნა ყველა შესაძლო საშუალებით. დასვენება გჭირდებათ (ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ არდადეგები), რომლის დროსაც შეძლებთ სიტუაციას გარედან შეხედოთ, ეს დაგეხმარებათ იმის დადგენაში, მოძრაობთ თუ არა სწორი მიმართულებით. ამ დღეს მთავარია გადაწყვიტოთ, რას აქვს თქვენთვის ამ მომენტში უმთავრესი მნიშვნელობა და სწორედ ის საქმე გააკეთოთ ან დაასრულოთ. ყველაფერი დანარცენი სამომავლოდ გადადეთ. მშვილდოსანი დღე ხელსაყრელია აქტიური მოქმედებისთვის: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ, არ გაჩერდეთ, მაგრამ სწრაფად იარეთ წინ - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. დღეს, „ჩრდილიდან“ გამოვლენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, ცუდად ილაპარაკონ თქვენზე, აუცილებელია, ასეთი ადამიანებისგან გაწმინდოთ თქვენი გარემოცვა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, ნუ იყოყმანებთ დიდხანს, მიიღეთ გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატების იმედი ნუ გექნებათ. დღე ხელსაყრელია უცხოელ ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაციისთვის: მათთან თანამშრომლობა მოგიტანთ არა მხოლოდ მატერიალურ სარგებელს, არამედ უამრავ სხვა არანაკლებ სასიამოვნო მომენტს.