- მარტი 02, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოქტომბერი 02, 2023
- , პოლიტიკა
ყოველდღიური საქმეები მოაგვარეთ. თქვენთვის შეუსრულებელი, რთული დავალება არ არსებობს. განწყობას გაგიუმჯობესებთ სასიამოვნო ადამიანთან საუბარი, საჩუქარი, ლამაზი აქსესუარი. საქმიან შეხვედრების დღეა. გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერით პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. ზოგიერს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის. მეტად გამოავლინეთ თქვენი ინტელექტი, ტალანტი. ეცადეთ, საოჯახო და სამსახურებრივი საქმეები სიამოვნებით მოაგვაროთ. გარშემო მყოფების მიმართ ღიმილიანი და დიპლომატიური უნდა იყოთ. გახსოვდეთ, რომ საკვები უნდა იყოს სასარგებლო, კოსმეტიკა - ნატურალური. პატარ-პატარა სასიამოვნო მომენტები განწყობას გაგიუმჯობესებთ. სასიამოვნო შეხვედრების, მოულოდნელობების დღეა. არ გამოაკლდეთ წვეულებას. უსიამოვნებების მოგვარება და ურთიერთობების გარკვევა სხვა დღისთვის გადადეთ. დღეს საკუთარ თავს განსაკუთრებით უნდა ასიამოვნოთ. ეს შეიძლება იყოს: ახალი სამოსი, გემრიელი კერძი, დეკორატიულ-სამკურნალო კოსმეტიკა. თუმცა, ისე ნუ მოიქცევით, რომ ვალის აღებამ მოგიწიოთ. დააკვირდით ნიუანსებს. ეცადეთ, მინიმალური დანახარჯით იდეალურად გამოიყურებოდეთ. კარგი დღეა სალონური, ჰიგიენურ-კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. იყავით დიპლომატიური და მშვიდი. მოერიდეთ კონფლიქტს. მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, ჯანსაღ კვებას. შეიძლება მეგობრების დახმარებით სასურველი ნივთი შეიძინოთ. დღეს აქტიურად უნდა გამოავლინოთ თქვენი ტემპერამენტი: შემოქმედებით, საქმიანი და სექსუალურიც. ნუ ეცდებით საქმეების რთული გზით მოაგვარებას, მარტივებიც არსებობს. იზრუნეთ გარეგნობაზე, იყავით სიმპათიური საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისთვისაც. მშვილდოსანი გავლენიანი მეგობრების მხარდაჭერის გარეშე ვალდებულებებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. შეიძლება დახმარება სასიყვარულო პარტნიორისგანაც მიიღოთ. გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისას გამოავლინეთ მეტი ტაქტი და ზრდილობა. დაასრულეთ დაწყებული პროექტები, მეტი დრო დაუთმეთ ნიუანსებს, ფინანსური საკითხის მოგვარებას. გააუმჯობესეთ ნაცნობობა გავლენიან ადამიანებთან. ნუ გამოაკლდებით წვეულებას, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. ყურადღება მიაქციეთ როგორც სამსახურის საქმეებს, ასევე პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ნუ გექნებათ სხვისი დახმარების იმედი, გადაამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმეები. კარგი დღეა უსიამოვნებების მოსაგვარებლად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად გამოავლინეთ სიყვარული, მზრუნველობა. გაანებივრეთ საჩუქრით.