- მარტი 02, 2026
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ივლისი 04, 2023
- , პოლიტიკა
კარგი დღეა ნათესავებთან ურთიერთობისთვის, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ახალი ტენოლოგიების გამოყენება და სიახლეების დანერგვა თქვენს საქმიანობაში. დღეს შესაძლოა ნაცნობებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ, ამიტომ იმოქმედეთ დამოუკიდებლად და ერიდეთ გაუმართლებელ, დაუგეგმავ დანახარჯებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სასიცოცხლო ძალები კარგ მდგომარეობაშია, სასურველია ერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას და გადაღლას. კარგია ბუნებასთან კონტაქტი და დასვენება. დღეს, სჯობს საკუთარი ძალების იმედად იყოთ, ახალ პარტნიორებთან ერთად ნურაფერს წამოიწყებთ. ამ ეტაპზე სხვა ადამიანების ჩარევა მხოლოდ დააბრკოლებს თქვენს საქმიანობას. შესაძლოა წარმოქმნილ გაუგებრობაში გულგრილმა დამოკიდებულებამ საფრთხე შეუქმნას თქვენდამი ნდობას და ძველი წყენებიც გაიხსენოთ. ამიტომ შეეცადეთ სწრაფად აღკვეთოთ უთანხმოება და აკონტროლოთ გარშემომყოფები. შესაძლოა სამსახურში გარკვეულ განხეთქილებას ჰქონდეს ადგილი, რაც ძალიან დაგაფიქრებთ იმაზე თუ რამდენად სწორად მიდიხართ ცხოვრებში, რამდენად სწორი მიზნები და ამოცანები გაქვთ,საერთოდ რისკენ ისწრაფვით. თუ ინტუიციას მიენდობით და ტაქტიანად იმოქმედებთ, მარტივად გაუმკლავდებით საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ ეტაპზე, ჯობია მოერიდოთ გარჩევებსა და კონფლიქტურ სიტუაციებს. რაც უფრო გულწრფელი და გახსნილი იქნებით მით მეტი შანსი გაქვთ ახლობლებისა და მეგობრების კეთილგანწყობა დაიმსახუროთ და შეინარჩუნოთ სტაბილური ურთიერთობები. მშვილდოსანი დღეს შესაძლოა იმაზე მეტი ხარჯი გქონდეთ ვიდრე წარმოგედგინათ. მოერიდეთ სარისკო ექსპერიმენტებს და ფარული გზებით მოქმედებას. სასურველ შედეგს ასე ნამდვილად ვერ მიიღებთ. დღეს თქვენი ამტანობა და შრომისმოყვარეობა მაღალ შეფასებას დაიმსახურებს, ნებისმიერ სფეროში აშკარად ლიდერობთ და წარმატებით ახდენთ თქვენი დასახული ამოცანების რეალიზებას. ურთიერთგამომრიცხავი ტენდენციების დღეა, საუკეთესო იქნება თუ ამ პერიოდს დასვენებას მიუძღვნით. ყური მიუგდეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების რჩევებს და აუცილებლად იზრუნეთ ენერგო-ტონუსის აღდგენაზე. თქვენს ჩანაფიქრს გავლენიანი ადამიანების თანადგომით და სანდო, გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერით წარმატებით განახორციელებთ. ეცადეთ დაიჭიროთ ოპტიმისტური ტალღა.