ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„ვითხოვთ ყურადღებას“ _ აქცია მთისპირში


„ვითხოვთ ყურადღებას“ _ აქცია მთისპირში

ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის (უკანავას) მცხოვრებლების ერთი ნაწილი არიან შეკრებილები. “იქნებ, დაგვიდგეთ გვერდით და გაშუქდეს ჩვენი პრობლემები. სოფელში ჰესები კეთდება და მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისევ მოუგვარებელია. ჰესზე მომუშავე მანქანებმა სულ გააფუჭეს სოფლის გზები, თან მათი მოძრაობის გამო ყოველდღიურად მტვერში ვართ. ახლა ვართ ჰესის ტერიტორიასთან და არ ვუშვებთ მანქანებს. ყველასგან ვითხოვთ ყურადღებას“, _ გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ მთისპირში ლადო ჩავლეშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ სოფელში მიმდინარე აქციის შესახებ ინფორმირებულია. „ასფლატრირებული გზის პროექტი მზად არის. 3 600 მეტრი გზის გაკეთება მას შემდეგ დაიწყება, რაც ჰესების მშენებლობა დასრულდება“, _ გვითხრა ლადო ჩავლეშვილმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია