- მარტი 02, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
- თებერვალი 27, 2022
- , პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. უკრაინის პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს სალომე ზურაბიშვილთან დღეს გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ. „საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას ვაცნობე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ კონკრეტული დახმარების საკითხები. მადლობელი ვარ ქართველი და ჩეხი მეგობრების, მათი მხარდაჭერისთვის“, _ წერს ზელენსკი „ტვიტერში“.