- მარტი 02, 2026
ვულოცავთ მე-10 შვილის შეძენას
- დეკემბერი 06, 2021
- , პოლიტიკა
ფოთის ცენტრალური საავადმყოფო „ბომონდში“ ქალს მე-10 შვილი შეეძინა, - ინფორმაციას საავადმყოფო Facebook-გვერდზე ავრცელებს. „დღეს პრინცესა ვერიკომ და 10 შვილის გმირმა დედამ, კლინიკის ადმინისტრაციისგან და ნეონატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუ გაბედავას მიერ გადაცემული საჩუქრებით დატოვეს ჩვენი კლინიკა. ვულოცავთ მშობლებს უფლის საჩუქარს“, - აღნიშნულია საავადმყოფოს Facebook-პოსტში.