- მარტი 02, 2026
„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი, ოპოზიციის კვოტით, პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს
- დეკემბერი 13, 2024
- , პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს _ სუბარმა ვიცე-სპიკერის პოსტი ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა, _ იუწყება ipn.ge. პარლამენტის სპიკერატში ასევე წარმოდგენილი არიან: პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე სპიკერები თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი და გიორგი კახიანი. დღეს “ხალხის ძალამ“ გამოაცხადა, რომ უმრავლესობიდან გადის და “ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადადის.